გაკვეთილის გეგმა

Thursday, May 12, 2016

დღეს 12 მაისია,ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე  და როგორც ყოველთვის ჩვენ ისევ მუშაობის პროცესში ვართ.                







14 მაისი შაბათი გავეცანით სასწავლო პროექტებს და მის ძირითად მახასიათებლებს.
(ისტ)-ის ტრენინგის მეორე ეტაპი რომელიც 23/04/ 2016 დაიწყო - ჩვენთვის,საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარებისათვის. ნაყოფიერი და საინტერესოა ტრენერ ქ-ნ ირინა ყეინიშვილთან მუშაობა.ტრენინგის მეორე ეტაპისთვის თავის ადვილად გასართმევად მას მოუწია ისეთი  სავალდებულო კომპეტენციების შეხსენება როგორიცაა:ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება,ტექსტების აკრეფა,ელ-ფოსტის გახნა და მისი მოხმარება.  თითოეულმა ჩვენგანმა ვისწავლეთ:
  • Google ანგარიშის შექმნა.
  • Google drive-ში დოკუმენტების ატვირთვა, მათი გაზიარება და გამოყენება.
  •  ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა,.
  • რუქის დათვალიერება.
  • თარჯიმანი.
  • კალენდრის შექმნა.
  • YouTube ვიდეოფაილების საცავში ვიდეოების მოძიება.
  • გაკვეთილის პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში.
  • სწავლების შეფასება  და შეფასებების სქემა/რუბრიკები,მოსწავლეთა შეფასების  სისტემა და დიაგრამების შექმნა.
  • შევქმენით ბლოგები რაც გაგვიადვილებს ჩვენ ბლოგზე  სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნებას , განახლებასა და გაზიარებას.                                    აღსანიშნავია  რომ  გამოვიყენეთ სწავლების სხვადასხვა ფორმები,ვიმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში და ჯგუფებში. გავაკეთეთ ჩვენს მიერ არჩეული გაკვეთილის პრეზენტაცია.დღეს არის 12/5/2016 ე.ი. ჩვენი კურსის მეათე გაკვეთილი,რაც გვაიმედებს რომ გველის კიდევ ბევრი საინტერესო  და სასარგებლო ინფორმაციის მიღება და შესწავლა რომელიც  დამეხმარება პორტფოლიოს წარმოებაში და ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარებაში.