პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:უილიამ შექსპირი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) წინადადებით:მოსწავლეები ეცნობიან შექსპირის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას.
3. პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს მცირე ინფორმაცია აქვთ შექსპირის შემოქმედებაზე
4. პროექტის მიზნები:ამ პროექტის საშუალებით მსურს ახალგაზრდებისთვის უფრო ახლობელი გავხადო შექსპირის შემოქმედება.გაიღრმაონ კითხვისა და თარგმნის უნარი,ისწავლონ ჯგუფურ მუშაობა.მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ისეთ უნარ-ჩვევებს როგორიცაა ინფორმაციის მოძიება,გადახარისხება და ანალიზი.
5. მონაწილეთა ასაკი:X-XII კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:კედლის გაზეთი, ბლოგი, პრეზენტაცია
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი,სხელმძღვანელო,ადამიანური რესურსები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის ერთობლივი დაგეგმვა, მისი მიზნის განსაზღვრა.ნათელი ინსტრუქციების მიცემა პროექტთან დაკავშირებით,ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებების გადანაწილება.პროექტის ვადის განსაზღვრა,ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას,დამხმარე თვალსაჩნოებებს . მათ უნდა დაასახელონ თავიანთი საყვარელი სონეტი და ახსნან რატომ უყვართ ის.პსოტერისა და ბლოგის მომზადების დაგეგმვა.მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები იღებენ კონსულთაციას მასწავლებლისგან და მონიტორინგის ჯგუფის წევრებისგან.ფილმის "რომეო და ჯულიეტას" ნახვა. მოსწავლეები ფასდებიან შეფასების რუბრიკით.                    
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,საინფორმაციო ტექნოლოგიები,ინგლისური ენა.
უცხ.ს.I.29.მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად
უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.
უცხ.ს.I.29. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განსათავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა)
უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა ამირხანაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tea.juzz@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდ /ბლოგი:teajuzz.blogspost.com

No comments:

Post a Comment