Thursday, May 12, 2016

(ისტ)-ის ტრენინგის მეორე ეტაპი რომელიც 23/04/ 2016 დაიწყო - ჩვენთვის,საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარებისათვის. ნაყოფიერი და საინტერესოა ტრენერ ქ-ნ ირინა ყეინიშვილთან მუშაობა.ტრენინგის მეორე ეტაპისთვის თავის ადვილად გასართმევად მას მოუწია ისეთი  სავალდებულო კომპეტენციების შეხსენება როგორიცაა:ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება,ტექსტების აკრეფა,ელ-ფოსტის გახნა და მისი მოხმარება.  თითოეულმა ჩვენგანმა ვისწავლეთ:
  • Google ანგარიშის შექმნა.
  • Google drive-ში დოკუმენტების ატვირთვა, მათი გაზიარება და გამოყენება.
  •  ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა,.
  • რუქის დათვალიერება.
  • თარჯიმანი.
  • კალენდრის შექმნა.
  • YouTube ვიდეოფაილების საცავში ვიდეოების მოძიება.
  • გაკვეთილის პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში.
  • სწავლების შეფასება  და შეფასებების სქემა/რუბრიკები,მოსწავლეთა შეფასების  სისტემა და დიაგრამების შექმნა.
  • შევქმენით ბლოგები რაც გაგვიადვილებს ჩვენ ბლოგზე  სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნებას , განახლებასა და გაზიარებას.                                    აღსანიშნავია  რომ  გამოვიყენეთ სწავლების სხვადასხვა ფორმები,ვიმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში და ჯგუფებში. გავაკეთეთ ჩვენს მიერ არჩეული გაკვეთილის პრეზენტაცია.დღეს არის 12/5/2016 ე.ი. ჩვენი კურსის მეათე გაკვეთილი,რაც გვაიმედებს რომ გველის კიდევ ბევრი საინტერესო  და სასარგებლო ინფორმაციის მიღება და შესწავლა რომელიც  დამეხმარება პორტფოლიოს წარმოებაში და ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარებაში.

No comments:

Post a Comment