ჩემი ბლოგი
Saturday, June 22, 2019
Thursday, May 12, 2016
(ისტ)-ის ტრენინგის მეორე ეტაპი რომელიც 23/04/ 2016 დაიწყო - ჩვენთვის,საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარებისათვის. ნაყოფიერი და საინტერესოა ტრენერ ქ-ნ ირინა ყეინიშვილთან მუშაობა.ტრენინგის მეორე ეტაპისთვის თავის ადვილად გასართმევად მას მოუწია ისეთი სავალდებულო კომპეტენციების შეხსენება როგორიცაა:ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება,ტექსტების აკრეფა,ელ-ფოსტის გახნა და მისი მოხმარება. თითოეულმა ჩვენგანმა ვისწავლეთ:
- Google ანგარიშის შექმნა.
- Google drive-ში დოკუმენტების ატვირთვა, მათი გაზიარება და გამოყენება.
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა,.
- რუქის დათვალიერება.
- თარჯიმანი.
- კალენდრის შექმნა.
- YouTube ვიდეოფაილების საცავში ვიდეოების მოძიება.
- გაკვეთილის პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში.
- სწავლების შეფასება და შეფასებების სქემა/რუბრიკები,მოსწავლეთა შეფასების სისტემა და დიაგრამების შექმნა.
- შევქმენით ბლოგები რაც გაგვიადვილებს ჩვენ ბლოგზე სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნებას , განახლებასა და გაზიარებას. აღსანიშნავია რომ გამოვიყენეთ სწავლების სხვადასხვა ფორმები,ვიმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში და ჯგუფებში. გავაკეთეთ ჩვენს მიერ არჩეული გაკვეთილის პრეზენტაცია.დღეს არის 12/5/2016 ე.ი. ჩვენი კურსის მეათე გაკვეთილი,რაც გვაიმედებს რომ გველის კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღება და შესწავლა რომელიც დამეხმარება პორტფოლიოს წარმოებაში და ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარებაში.
Subscribe to:
Comments (Atom)